ლევან ვარშალომიძე - ყველა საარჩევნო უბანთან მოეწყობა სირცხვილის კორიდორები, თუ რამე დაპირისპირება მოხდა, პასუხისმგებელი იქნება ხელისუფლება
ლევან ვარშალომიძე - ყველა საარჩევნო უბანთან მოეწყობა სირცხვილის კორიდორები, თუ რამე დაპირისპირება მოხდა, პასუხისმგებელი იქნება ხელისუფლება

მეორე ტურზე ყველა საარჩევნო უბანთან სირცხვილის კორიდორები მოეწყობა და თუ რამე დაპირისპირება მოხდა, პასუხისმგებელი იქნება ხელისუფლება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის ლიდერმა, ლევან ვარშალომიძემ განაცხადა.

ვარშალომიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, პოლიციამ საზოგადოებრივი წესრიგი დაიცვას. ამასთან, როგორც ვარშალომიძე ამბობს, არჩევნების მეორე ტურში არც ერთი ოპოზიციური პარტია არ მიიღებს მონაწილეობას.

„მოვუწოდებ ხელისუფლებას, აქციაზე მობილიზებული პოლიცია გადაანაწილოს, რათა შეასრულოს მისი ფუნქცია, რამდენი რამ მოხდა ერთ კვირაში აჭარაში, მკვლელობაც კი მოხდა სოფელ ხალაში და მკვლელი დაკავებული არაა. ამიტომ თუ რამე დაპირისპირება მოჰყვა ამ სირცხვილის კორიდორებს, პასუხისმგებელი იქნება ხელისუფლება. პოლიციამ და ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს ეს, ჩვენი კონსტიტუციური უფლებაა, სად დავდგებით, როგორ გავაპროტესტებთ და რას ვიზამთ, ეს გადაწყვეტილება მიღებულია და 21-ში მართლაც ყველგან, ყველა უბანზე იქნება სირცხვილის კორიდორი. ყველანი ერთად ვართ, არც ერთი ოპოზიციური პარტია არ მიდის მეორე ტურში, არც ერთი ოპოზიციის მხარდამჭერი, ჩვენ უკვე ეს მოვუწოდეთ და ერთიანად ყველა ოპოზიციური პარტია შევთანხმდით იმაზე, რომ ერთიანად გავაპროტესტებთ, ეს იქნება პროტესტის ერთ-ერთი ფორმა“, – განაცხადა ლევან ვარშალომიძემ.

დატოვე კომენტარი