მურმან დუმბაძე - არჩევნები გაყალბებულია ყველგან და ყველგან მოეწყობა სირცხვილის კორიდორი
მურმან დუმბაძე - არჩევნები გაყალბებულია ყველგან და ყველგან მოეწყობა სირცხვილის კორიდორი

ივანიშვილმა მიიღო პოლიტიკური კრიზისი, რა ვქნათ, რანაირად გავაჩეროთ ეს ხალხი, მაშინ მომცეს რეცეპტი, როგორ შევრეკო ეს ხალხი ქუჩიდან სახლში და, კი ბატონო, თუ მეტყვის, ამას გავაკეთებ, – ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა მურმან დუმბაძემ განაცხადა.

მისი თქმით, არჩევნების მეორე ტურზე სირცხვილის კორიდორები ყველგან მოეწყობა. დუმბაძის შეფასებით, პოლიტიკურ კრიზისს მოყვება სირცხვილის კორიდორი, თუ სამოქალაქო დაუმორჩილებლობა, პასუხისმგებელი არის მმართველი გუნდი და პირადად ბიძინა ივანიშვილი.

„ბიძინა ივანიშვილს სირცხვილის კორიდორს მოვუწყობთ შუშის სასახლესთან, როგორც კი წამოვა საარჩევნო ყუთისკენ, დავხვდებით საარჩევნო ყუთთანაც და იქაც მოვუწყობთ სირცხვილის კორიდორს. არჩევნები გაყალბებულია ყველგან. ყველგან მოეწყობა სირცხვილის კორიდორი, რადგან არჩევნები არ არის ერთპარტიული, ვემუდარებოდით ბიძინა ივანიშვილს, ჩაეტარებინა სრულად პროპორციული არჩევნები, მიიღო პოლიტიკური კრიზისი, რა ვქნათ, რანაირად გავაჩეროთ ეს ხალხი, მაშინ მომცეს ბიძინა ივანიშვილმა რეცეპტი, როგორ შევრეკო ეს ხალხი ქუჩიდან სახლში და, კი ბატონო, თუ მეტყვის, ამას გავაკეთებ. ამ პოლიტიკურ კრიზისს მოყვება სირცხვილის კორიდორი, პანღური, თუ სამოქალაქო დაუმორჩილებლობა, ეს გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილმა მიიღო, მე არ მიმიღია, ვმოქმედებ იმის შესაბამისად, რაც გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა, არჩევნები არ უნდა გაყალბდეს, წერტილი“, – განაცხადა მურმან დუმბაძემ.