სოზარ სუბარი - „ხელედულა ჰესის“  პროექტში არსებობს ხარვეზები, თუმცა მათი გამოსწორება შესაძლებელია
სოზარ სუბარი - „ხელედულა ჰესის“ პროექტში არსებობს ხარვეზები, თუმცა მათი გამოსწორება შესაძლებელია

მოსახლეობის ერთი და ხმაურიანი ნაწილი არ გვაძლევს საშუალებას, დიალოგი გავმართოთ მოსახლეობის იმ ნაწილთან, ვისაც რეალურად აინტერესებს პროექტი,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა ლენტეხში  „ხელედულა ჰესის“  მშენებლობის წინააღმდეგ გამართული აქციის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით,  ყველაზე მწვავე შეკითხვებზე პასუხის გასაცემად მზად არის .

„ეს ჰესი რეგიონს ყოველწლიურად ორი მილიონი ლარის შემოსავალს მოუტანს, რაც რეგიონის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. პროექტში არსებობს ხარვეზები, თუმცა მათი გამოსწორება შესაძლებელია”,-განაცხადა სოზარ სუბარმა.

ხელედულა ჰესის“ პროექტთან დაკავშირებით, ლენტეხში დაგეგმილი საჯარო განხილვა  არ შედგა.  ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ მოსახლეობამ აქცია გამართა და საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს, ნათია თურნავას და პრემიერ-მინისტრის მრჩეველ სოზარ სუბარს შენობაში შესვლის საშუალება არ მისცა.