სომხეთის საგარეო უწყება აზერბაიჯანისა და თურქეთის მიერ დაგეგმილ წვრთნებს პროვოკაციას უწოდებს

01:42, 28.07.2020

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აზერბაიჯანისა და თურქეთის მიერ დაგეგმილ სამხედრო წვრთნებს პროვოკაციას უწოდებს. ამის შესახებ ნათქვამია სომხეთის საგარეო უწყების პრესმდივან ანა ნაგდალიანის განცხადებაში.

„აზერბაიჯანმა განაცხადა თურქეთთან ერთად დაგეგმილი მასშტაბური სამხედრო წვრთნების შესახებ. ეს ცხადყოფს, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება თავისი პროვოკაციული ქმედებებით ხელს უშლის საერთაშორისო შუამავლების ძალისხმევას, რომელიც გამოსავლის მოძიებისა და სამშვიდობო პროცესის განახლებისკენაა მიმართული და ამგვარად იღებს პასუხისმგებლობას შემდგომ დესტაბილიზაციაზე“, – ნათქვამია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის განცხადებაში.

შეგახსენებთ, მანამდე ცნობილი გახდა, რომ თურქეთი და აზერბაიჯანი 29 ივლისიდან ერთობლივი სამხედრო წვრთნების ჩატარებას აპირებენ.

მსგავსი