სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - აზერბაიჯანის აგრესიის შედეგები გრძელვადიანი მშვიდობის საფუძველს ვერ შექმნის
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - აზერბაიჯანის აგრესიის შედეგები გრძელვადიანი მშვიდობის საფუძველს ვერ შექმნის

აზერბაიჯანის აგრესიის შედეგები გრძელვადიანი მშვიდობის საფუძველს ვერ შექმნის, – ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არა აივაზიანმა ირანელ კოლეგასთან, მოჰამედ ჯავად ზარიფთან შეხვედრისას განაცხადა.

სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, აზერბაიჯანის მიერ განხორციელებული სამხედრო ოპერაციის შედეგად არსებული ვითარება რეგიონული თანამშრომლობის შესაძლებლობად ვერ განიხილება.

„ახლა ჩვენი რეგიონის წინაშე დგას ახალი სერიოზული გამოწვევები, რომლებიც შეიქმნა აზერბაიჯანის საშიში მცდელობის შედეგად, ყარაბაღის კონფლიქტის ძალის გამოყენებით მოაგვაროს. ირანი მნიშვნელოვანი ქვეყანაა რეგიონში და ჩვენ პატივს ვცემთ ირანის მიდგომებს, რის საფუძველზეც იგი აშენებს თავის ურთიერთობებს უშუალო მეზობლებთან. ამის მიუხედავად, კიდევ ერთხელ მინდა, აღვნიშნო, რომ მხოლოდ გრძელვადიან და მთელი მსოფლიოსთვის დამაკმაყოფილებელ ინტერესებს, რომელშიც არ არსებობს „გამარჯვებული“ და „წაგებული“, ე.წ. გამარჯვება ან მარცხი, შეუძლია, შექმნას რეალური გარანტიები რეგიონში უსაფრთხოების, სტაბილურობისა და განვითარების ხელშეწყობისთვის“, – თქვა არა აივაზიანმა.