სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული 52 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, კიდევ 230-ის კი მძიმე
სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული 52 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, კიდევ 230-ის კი მძიმე

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებული 52 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, ხოლო კიდევ 230-ის მძიმე, – ამის შესახებ ინფორმაცია სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა, არსენ ტოროსიანმა „ფეისბუქით“ გაავრცელა.

მისივე ინფორმაციით, სომხეთის ტერიტორიაზე მდებარე საავადმყოფოებში, რეანიმაციის განყოფილებაში კორონავირუსით დაავადებულთა მისაღებად განკუთვნილი 186 საწოლიდან თავისუფალი მხოლოდ 32-ია.

სომხეთში კორონავიურისის 6600-ზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი. გარდაიცვალა 81 პაციენტი.