სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ მანქანით ბავშვს დაეჯახა, საავადმყოფოში თავად გადაიყვანა და მას მსუბუქი დაზიანება აღენიშნება
სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ მანქანით ბავშვს დაეჯახა, საავადმყოფოში თავად გადაიყვანა და მას მსუბუქი დაზიანება აღენიშნება

​სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი, არსენ ტოროსიანი ავტომანქანით 10 წლის ბავშვს დაეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ არსენ ტოროსიანმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ თავად დაწერა.

„ავტომობილის საჭესთან მე ვიჯექი. ბავშვი პირადად მე მივიყვანე საავადმყოფოში. მას ჩაუტარდა სრული გამოკვლევა. ბავშვს მხოლოდ ნაკაწრები აქვს მარჯვენა ხელზე. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გარკვეული დროის განმავლობაში, ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ დარჩება, შემდეგ კი, სახლში წასვლას შეძლებს“, – წერს სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი.

ტოროსიანის თქმით, მომხდარის შესახებ ინფორმირებულია პოლიცია.