სოხუმის „დინამომ“ სპარინგი ქუვეითელებთან დაგეგმა #1TVSPORT
სოხუმის „დინამომ“ სპარინგი ქუვეითელებთან დაგეგმა #1TVSPORT

სოხუმის „დინამოს“ ცნობით, გუნდი საერთაშორისო ამხანაგური შეხვედრას გამართავს – სოხუმელები საქართველოში მყოფ ქუვეითის „ymr აკადემიას“ შეხვდებიან.

ქუვეითელები საქართველოში პირველ აგვისტოს გვესტუმრებიან და 10 აგვისტომდე მოემზადებიან. სოხუმის „დინამოსთან“ მატჩი ფეხბურთის ფედერაციის ვაკის საფეხბურთო ცენტრში 5 აგვისტოს, 18:00 საათზე გაიმართება.

სოხუმის „დინამოს“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის, დავით თაქთაქიშვილის თქმით, გუნდმა მოსამზადებელი ეტაპი 20 ივლისს დაიწყო და ამაში ბათუმში გამართული ქვიშის ფეხბურთის ტურნირი გამოიყენა.

„ბათუმში ქვიშის ფეხბურთში საქართველოს ჩემპიონატში მივიღეთ მონაწილეობა, რაც გამოვიყენეთ კარგი მომზადებისთვის, ფიზიკური კონდიციების გასაუმჯობესებლად. აღსანიშნავია ჩემპიონატის ორგანიზება და ბატონი ჯაბა ჭანტურიას ღვაწლი. მინდა, მადლობა გადავუხადო მას ასეთი შესანიშნავი ორგანიზებისთვის და გვერდში დგომისთვის, რასაც ის „დინამო“ სოხუმის მიმართ იჩენს ყოველთვის! ახლა თბილისში მოედანზე დავიწყეთ მზადება და ამხანაგურ შეხვედრებსაც ვგეგმავთ. 2 აგვისტოს გვექნება პირველი ტესტ-მატჩი. მეტოქე ჯერ გარკვეული არაა, 9 აგვისტოს რეგიონულ ლიგის „თბილისს“ დავუპირისპირდებით, კიდევ ერთი მატჩი 12 აგვისტოს გვექნება, რის შემდეგ მოსამზადებელი ეტაპის დასკვნით შეკრებას გუნდი ბორჯომში გავივლით, 24 აგვისტოს კი პირველ ტურში რეგიონული ლიგის პირველი წრის გამარჯვებულს „გლდანს“ დავუპირისპირდებით. გუნდი აუცილებლად გაძლიერდება და დარწმუნებული ვარ, ჩანაფიქრი თუ განვახორციელეთ, რეგიონული ლიგის გამარჯვებული სწორედ ჩემი გუნდი გახდება“, – ამბობს თაქთაქიშვილი.