ქალთა ფეხბურთი | სოხუმის „დინამო“ დააჯილდოეს - გუნდს უნიკალური რეკორდის დამყარების შანსი გაუჩნდა #1TVSPORT
ქალთა ფეხბურთი | სოხუმის „დინამო“ დააჯილდოეს - გუნდს უნიკალური რეკორდის დამყარების შანსი გაუჩნდა #1TVSPORT

სოხუმის „დინამო“ 2022 წლის სეზონში ქალთა ლიგაში იასპარეზებს. სოხუმელებმა ეს უფლება ოფიციალურად ქალთა ლიგა 2-ის 2021 წლის სეზონის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე მოიპოვეს.

სოხუმის „დინამოს“ ქალთა გუნდმა სფფ-ის ნუცუბიძის საფეხბურთო ცენტრში ზუგდიდის „ფენიქსი“ 9:0 დაამარცხა, ბოლო ტურის წინ 36 ქულა დააგროვა, მეორე ადგილზე მყოფ ხაშურის „ივერიას“ 11 ქულით უსწრებს და კონკურენტისთვის მიუწვდომელი გახდა.

შეხვედრის შემდეგ დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, რუსლან აბაშიძე და საქართველოს ქალთა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ნინო სორდია. მათ ფეხბურთელებს საპატიო თასი და ოქროს მედლები გადასცეს.

სოხუმის „დინამოს“ ჩასატარებელი დარჩა ორი შეხვედრა – 19 აპრილს მცხეთაში „დიდგორს“, ხოლო 22 აპრილს ხაშურში „ივერიას” შეხვდება და თუ ორივე მატჩი მოიგო, უნიკალურ რეკორდს დაამყარებს – ლიგაში ყველა თამაშს მოიგებს. მსგავსი ფაქტი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატების ისტორიაში არ დაფიქსირებულა არც ერთ ლიგაში, არც კაცებში და არც ქალებში. ასე რომ, გუნდს დარჩენილ ორ მატჩში საკმაოდ დიდი მოტივაცია გააჩნია.