გალის გუნდმა კახათში საფეხბურთო ფესტივალზე ითამაშა - გამარჯვებული სოხუმის „დინამოს“ აკადემია გახდა #1TVSPORT
გალის გუნდმა კახათში საფეხბურთო ფესტივალზე ითამაშა - გამარჯვებული სოხუმის „დინამოს“ აკადემია გახდა #1TVSPORT

სოხუმის „დინამოს“ აკადემია აფხაზეთის რეგიონალური ოლიმპიური კომიტეტის ორგანიზებული საფეხბურთო ფესტივალის გამარჯვებული გახდა, რომელშიც გალის საფეხბურთო სკოლაც მონაწილეობდა.

ტურნირს ზუგდიდის რაიონის სოფელმა კახათის ცენტრალურმა სტადიონმა უმასპინძლა – მთავარი პრიზისთვის ბრძოლაში 2011-2012 წელს დაბადებულთა 6 გუნდი მონაწილეობდა – სოხუმის „დინამო“, სოხუმის „დიბანოს“ აკადემია, ზუგდიდის „კოლხა“ (2 გუნდი), „ზუგდიდი“, ხობის „ხეთა“, ზუგდიდის „ჭკადუაში“ და გალის „საბერიო-ენგური“.

ფესტივალის გამარჯვებული სოხუმის „დინამოს“ აკადემია გახდა, მეორე ადგილი „კოლხამ“ დაიკავა, ხოლო მესამე ადგილზე ბრინჯაოს პრიზიორი „ჭკადუაში“ გახდა. თამაშები გიორგი გეთიას სახელობის სტადიონზე ჩატარდა, სადაც არაერთი რეგიონული თუ საერთაშორისო ტურნირი გამართულა.

აღსანიშნავია გალის გუნდის მონაწილეობა – „საბერიო-ენგურის“ ფესტივალში მონაწილეობა ფესტივალის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. გათამაშების ორგანიზატორი იყო აფხაზეთის რეგიონალური ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, ვიტალი ბენდელიანი აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამსახურის სპორტის დეპარტამენტთან ერთად.

ფესტივალზე საპატიო სტუმრის სტატუსით იყო მიწვეული სოხუმის „დინამოს“ დირექტორი დავით თაქთაქიშვილიც, რომელიც დაჯილდოვების ცერემონიაში მონაწილეობდა.

„ბავშვები ტურნირებში მონაწილეობით იზრდებიან. ეს იყო შესანიშნავი ტურნირი. მიხარია, რომ გალელი ბავშვები მონაწილეობდნენ. სოხუმის „დინამოს“ აკადემიის ბაზაზე უახლოეს მომავალში ჩატარდება საქართველოს გმირის, ჟიული შარტავას სახელობის ფესტივალი რომელიც სავარაუდოდ 10 ოქტომბერს დაიწყება და მასში მონაწილეობას მიიღებს რვა გუნდი“, – ამბობს დავით თაქთაქიშვილი.