სოფიო ქაცარავა - იმედი გვაქვს, უკრაინაში სიტუაცია ესკალაციის გარეშე განიმუხტება, ეს რუსეთის მხრიდან გამოხატული კიდევ ერთი აგრესიაა
სოფიო ქაცარავა - იმედი გვაქვს, უკრაინაში სიტუაცია ესკალაციის გარეშე განიმუხტება, ეს რუსეთის მხრიდან გამოხატული კიდევ ერთი აგრესიაა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის შეფასებით, ქერჩის სრუტეში განვითარებული მოვლენები რუსეთის მხრიდან გამოხატული კიდევ ერთი აგრესიაა.

მისი თქმით, საქართველო გმობს ამ აგრესიას და მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

„ეს რუსეთის მხრიდან გამოხატული კიდევ ერთი აგრესიაა. ჩვენ ამ აგრესიას ვგმობთ და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მტკიცედ ვუჭერთ მხარს. დიდი იმედი გვაქვს, რომ სიტუაცია ესკალაციის გარეშე განიმუხტება“, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

რუსულმა ხომალდებმა უკრაინის კატარღებს ოდესის პორტიდან მარიუპოლის პორტში გადაადგილების დროს ცეცხლი გაუხსნეს. ინციდენტის შედეგად, უკრაინის ექვსი მოქალაქეა დაშავებული. უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენლის ცნობით, რუს მესაზღვრეებს 20-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ჰყავთ დაკავებული.

უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭო 60-დღიანი საომარი მდგომარეობის შემოღების ინიციატივით გამოვიდა. უკრაინის პრეზიდენტი წინადადებას მხარს უჭერს. საომარი მდგომარეობის გამოცხადების საკითხს დღე უკრაინის უმაღლესი რადა რიგგარეშე სხდომაზე უყრის კენჭს.