უკრაინის უშიშროების საბჭო 60-დღიანი საომარი მდგომარეობის შემოღების ინიციატივით გამოვიდა
უკრაინის უშიშროების საბჭო 60-დღიანი საომარი მდგომარეობის შემოღების ინიციატივით გამოვიდა

უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭო 60-დღიანი საომარი მდგომარეობის შემოღების ინიციატივით გამოვიდა.

უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივნის, ალექსანდრ ტურჩინოვის თქმით, შეიარაღებული აგრესიის მოსაგერიებლად და ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, აუცილებელია სამართლებრივი რეჟიმის შექმნა. ტურჩინოვმა ასევე თქვა, რომ ვითარების ნორმალიზაციის შემთხვევაში, საომარი მდგომარეობა შესაძლოა, ნებისმიერ დროს გაუქმდეს.

უკრაინის პრეზიდენტი წინადადებას მხარს უჭერს და ახლა ინიციატივას მხარი უკრაინის რადამ 26 იანვარს დაგეგმილ საგანგებო სხდომაზე უნდა დაუჭიროს.

პეტრო პოროშენკოს განცხადებით, რუსეთის მხრიდან ქერჩის სრუტეში განხორციელებული აგრესიის შემდეგ, უკრაინის წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციის დაწყებას არ გამორიცხავს. უკრაინის პრეზიდენტმა დეპუტატებს მოუწოდა, საომარი მდგომარეობის გამოცხადების განსახილველად პარლამენტის სხდომაში მიიღონ მონაწილეობა.

რუსულმა ხომალდებმა უკრაინის კატარღებს ოდესის პორტიდან მარიუპოლის პორტში გადაადგილების დროს ცეცხლი გაუხსნეს. ინციდენტის შედეგად, უკრაინის ექვსი მოქალაქეა დაშავებული. უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენლის ცნობით, რუს მესაზღვრეებს 20-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ჰყავთ დაკავებული.