სოფელ ხურვალეთში ამბობენ, რომ რუსი სამხედროები ამ დროისთვის საოკუპაციო ხაზთან დამონტაჟებულ კოშკურასთან იმყოფებიან
სოფელ ხურვალეთში ამბობენ, რომ რუსი სამხედროები ამ დროისთვის საოკუპაციო ხაზთან დამონტაჟებულ კოშკურასთან იმყოფებიან

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთში ამბობენ, რომ რუსი სამხედროები ამ დროისთვის საოკუპაციო ხაზთან დამონტაჟებულ კოშკურასთან იმყოფებიან.

როგორც პირველ არხს სოფელ ხურვალეთის ერთ-ერთმა მცხოვრებმა გივი ბატონისაშვილმა განუცხადა, რუსი სამხედროები მის ბაღში იდგნენ, ამ დროისთვის კი, საოკუპაციო ხაზთან დამონტაჟებულ კოშკურასთან იმყოფებიან.

„ჩემს ბაღში იდგნენ რუსები. ამ დროისთვის იქ აღარავინ დგას, თუმცა საოკუპაციო ხაზთან ისევ რჩებიან“, – განაცხადა გივი ბატონისაშვილმა.

სათვალთვალო კოშკურის დამონტაჟების მიზნით, სამუშაოები ხურვალეთთან 6 თებერვალს დაიწყო. კოშკურის მონტაჟი კი 8 თებერვალს დაასრულეს.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთთან, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსი სამხედროები იმყოფებოდნენ.

ამასთან, აღნიშნულ ინფორმაციაზე განცხადება გაავრცელა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. სუს-ის განცხადებით, უწყება ამ ეტაპზე არ ადასტურებს, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან.