სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, სოფელ ხურვალეთთან რუსი სამხედროები გამოჩნდნენ, სოფლისკენ გადაადგილება შეზღუდულია [ვიდეო]

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთისკენ მოძრაობა შეზღუდულია. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იტყობინება.

მისი ინფორმაციით, ხურვალეთთან მდებარე ქართულ საგუშაგოსთან მყოფი პოლიციელები მედიისა და სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს არ აძლევენ გზის გაგრძელების საშუალებას.

ამ დრომდე არ ვრცელდება ოფიციალური ინფორმაცია, კონკრეტულად რა ხდება სოფელ ხურვალეთში.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით კი, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთთან რუსი სამხედროები იმყოფებიან.