სოფელ ხურვალეთთან რუსი ოკუპანტები სავარაუდოდ სათვალთვალო კოშკურას ამონტაჟებენ [ვიდეო]

სოფელ ხურვალეთთან რუსი ოკუპანტები სავარაუდოდ სათვალთვალო კოშკურას ამონტაჟებენ. შესაბამისი სამუშაოები ხურვალეთსა და ოკუპირებულ სოფელ ძუკაანთკარს შორის მიმდინარეობდა.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ადგილზე უკვე დამონტაჟებულია რკინის კონსტრუქცია, ასევე მიტანილია რკინის ჯიხური.

ადგილობრივების განცხადებით, სამუშაოები სპეციალური ტექნიკის გამოყენებით რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მუშაობა ამ დროისთვის შეწყვეტილია და ადგილზე მხოლოდ რამდენიმე რუსი სამხედრო რჩება.