პიონჩანგის ოლიმპიურ თამაშებზე ნორვეგიას მე-8 ოქრო ოისტენ ბრაატენმა, სლოუფსთაილში მოუტანა. მან ფინალური ეტაპის პირველივე დაშვებაზე მოაგროვა 95 ქულა, რაც მიუხედავად მომდევნო ორი წარუმატებელი დაშვებისა, ოქროს მედლის მოსაპოვებლად საკმარისი აღმოჩნდა.
მეორე ადგილზე სოჭის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალოსანი, ნიკ გოეპერი გავიდა (აშშ), რომელიც ორი დაშვების შემდეგ აუტსაიდერებს შორის იყო, თუმცა მესამე დაშვებით მან 93.60 ქულა მოიპოვა და ვერცხლის მედალი ერგო.
ბრინჯაო კანადელმა ბიაულეო-მარშანდმა მოიგო.
ოლიმპიადის რეპორტაჟების ხილვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულებზე პირველი არხი / მეორე არხი (მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე)
ყველაფერი ოლიმპიადის შესახებ იხილეთ ბმულზე