ბაკურიანში გასამართ ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატზე 42 ქვეყნის 700 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას #1TVSPORT
ბაკურიანში გასამართ ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატზე 42 ქვეყნის 700 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას #1TVSPORT

16 თებერვლიდან დაბა ბაკურიანი მსოფლიო მიზიდულობის ცენტრი გახდება. ჩვენი ქვეყანა პირველად ისტორიაში ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს.

ტურნირის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე სათხილამურო ფედერაციის წარმომადგენლები სასტუმრო „რედისონში“ მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ და მათ შეკითხვებს უპასუხეს. ფედერაციის წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს და მოწვეულ სტუმრებს მსოფლიო ჩემპიონატის მზადების პროცესი გააცნეს.

ბაკურიანი პრესტიჟულ ტურნირს 16 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით უმასპინძლებს. შეჯიბრებაზე 42 ქვეყნის 700 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. ბაკურიანის მსოფლიო ჩემპიონატს ექსკლუზიურად საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებთ.