საქართველოში მსოფლიო სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის ჩემპიონატის მოსამზადებლად სამთავრობო კომისია შეიქმნა
საქართველოში მსოფლიო სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის ჩემპიონატის მოსამზადებლად სამთავრობო კომისია შეიქმნა

საქართველოში 2023 წლის მსოფლიო სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის ჩემპიონატის მოსამზადებლად სამთავრობო კომისია შეიქმნა.

მთავრობის განკარგულების მიხედვით, კომისიას პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე უხელმძღვანელებს. კომისიაში ასევე შედიან ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური, დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი კახი კახიშვილი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონალურ საკითხებში სოზარ სუბარი.

კომისიამ უნდა უზრუნველყოს ჩემპიონატის მასპინძლობასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხებისა და სხვა საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება საქართველომ 2018 წელს მოიპოვა. მსოფლიო ჩემპიონატს ბაკურიანი უმასპინძლებს.