გუდაურში „კიკილოს“ თასი გაიმართა #1TVSPORT
გუდაურში „კიკილოს“ თასი გაიმართა #1TVSPORT

გუდაურში გაიმართა „კიკილოს“ თასის გათამაშება გოგანტურ სლალომში, რომელიც ერთი თვის წინ გარდაცვლილი ზურაბ ვაშაკიძის ხსოვნას მიეძღვნა.

ზურაბ ვაშაკიძეს საქართველოში სპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარება უკავშირდება – ველოსპორტისა და საცხენოსნო ტურიზმის განვითარება, გუდაურის ზამთრის სახეობათა ცენტრად ჩამოყალიბება, სამთო-სათხილამურო სპორტის სახეობათა სკოლების ჩამოყალიბება ბაკურიანში, თელავსა და გუდაურში.

ამავე დროს, ზურაბ ვაშაკიძემ შემოიტანა და განავითარა საქართველოში ფრისტაილი. ბოლო წლებში ის გუდაურში სათხილამურო სპორტის უხუცესი ინსტრუქტორი გახლდათ.

კიკილოს“ თასი ორ ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდა – 50-წლამდელთა შორის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა და გამარჯვებული გახდა გოგა ოგბაიძე, ხოლო 50-წელს ზევით კატეგორიაში – მიკი გიგინეიშვილი, რომელთაც ორგანიზატორებმა პრიზები გადასცეს. საგანგებო ჯილდო მიიღო ტურნირის უხუცესმა მონაწილემ, 82 წლის ვლადიმერ მალოვიჩკო-დგებუაძემაც.