სკოტი პიპენი - მაიკლ ჯორდანი საშინელი მოთამაშე იყო, ვიდრე მე „ჩიკაგოში“ გადავიდოდი #1TVSPORT
სკოტი პიპენი - მაიკლ ჯორდანი საშინელი მოთამაშე იყო, ვიდრე მე „ჩიკაგოში“ გადავიდოდი #1TVSPORT

„ჩიკაგო ბულზის“ ყოფილმა ფორვარდმა, სკოტი პიპენმა აზრი გამოთქვა ადრეული მაიკლ ჯორდანის შესახებ.

პიპენის აზრით, მისი ლეგენდარული თანაგუნდელი შორს იყო იდეალისგან 1987 წელს, როცა თავად მივიდა „ჩიკაგოში“ სათამაშოდ.

„მე ნანახი მქონდა მაიკლ ჯორდანის თამაში, ვიდრე თავად გადავედი „ბულზში“. ყველას ნანახი ჰქონდა ეს. ის საშინელი მოთამაშე იყო. ის საშინელი იყო მასთან ერთობლივი გამოსვლის მხრივ. ის მხოლოდ იმას აკეთებდა, რომ ყველაფერს ერთი ერთზე წყვეტდა და ცუდ სროლებს ასრულებდა.

ჩვენ მაინც გავხდით ნამდვილი გუნდი, დავიწყეთ მოგება და ყველას დაავიწყდა, როგორი იყო ის. მაიკლი ნამდვილად არ იყო საუკეთესო მოთამაშე თავის კატეგორიაში“, – განაცხადა პიპენმა.