ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში მე-15 ტურის მორიგი შეხვედრა მოულოდნელი შედეგით დასრულდა. თბილისის “ლოკომოტივი”, რომელიც ბოლო ტურებში წაუგებლად თამაშობდა და ერთმანეთის მიყოლებით ყველა ლიდერი დაამარცხა, ერთ-ერთ აუტსაიდერ ბოლნისის “სიონთან” დამარცხდა.
„მიხეილ მესხი 2“-ზე გამართულ შეხვედრაში ანგარიში 44-ე წუთზე ზვიად სიხარულიამ გახსნა. მეორე ნახევარეში “ლოკომოტივი” მდგომარეობის გამოსწორებას შეეცადა, მაგრამ ქულაც ვერ მოიპოვა და ბოლნისელებმა მინიმალურ ანგარიშით გაიმარჯვეს (0:1).
წელს “სიონმა” მხოლოდ სამჯერ მოიგო და მათგან ორი – “ლოკომოტივთან”. ბოლნისელებმა 15 ტურში 13 ქულა დააგროვეს და “ლოკომოტივთან” სხვაობა 2 ქულამდე შეამცირეს.