„სიენენი“ - ვაშინგტონში სამხედრო მანქანები გადაადგილდებიან
„სიენენი“ - ვაშინგტონში სამხედრო მანქანები გადაადგილდებიან

ვაშინგტონში სამხედრო მანქანები გადაადგილდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

როგორც ტელეკომპანიის კორესპონდენტი იუწყება, სამხედრო მანქანები თეთრი სახლის სიახლოვეს, პენსილვანიის ავენიუზე შენიშნეს.

შეგახსენებთ, რომ დღეს საღამოს, 19:00 საათზე ვაშინგტონში კომენდანტის საათი უნდა ამოქმედდეს, რა დროსაც მოქალაქეებს სახლიდან გასვლა აკრძალული ექნებათ.

ამასთან, „სიენენი“ იუწყება, რომ ვაშინგტონში გაგზავნიან სამხედრო პოლიციის ბატალიონს, რომლის შემადგენლობაშიც 250 სამხედრო მოსამსახურე იქნება. ისინი აშშ-ის დედაქალაქში წესრიგის დაცვაში სამართალდამცველებს დაეხმარებიან.