„სიენენი“ - ამერიკის 15 შტატში ეროვნული გვარდიის 5000 წევრია მობილიზებული
ამერიკის 15 შტატში ეროვნული გვარდიის 5000 წევრია მობილიზებული. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
ეროვნულ გვარდიაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, თუ აუცილებლობა იქნება, ისინი მზად არიან, მოსახლეობის უსაფრთხოება დაიცვან.
ეროვნული გვარდიის წევრები მობილიზებულები არიან: კოლორადოში, ჯორჯიაში, ინდიანაში, კენტუკიში, მინესოტაში, ჩრდილოეთ კაროლინაში, ოჰაიოში, პენსილვანიაში, სამხრეთ კაროლინაში, სამხრეთ დაკოტაში, ტენესის შტატში, ტეხასში, იუტაში, ვაშგინტონსა და ვისკონსინში.
ამერიკის სხვადასხვა შტატში საპროტესტო გამოსვლები 46 წლის აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო. ჯორჯ ფლოიდი მიმდინარე კვირის დასაწყისში მინეაპოლისში პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალადობის შედეგად გარდაიცვალა. მომხდარის გამოძიების ფარგლებში უფლებამოსილება პოლიციის ოთხ ოფიცერს შეუჩერდა, რომელთაგან ერთ-ერთი 29 მაისს დააკავეს და მკვლელობაში წაუყენეს ბრალი.