ნიუ იორკის გუბერნატორის თქმით, პოლიციელები, რომლებმაც ბუფალოში მოხუც მამაკაცს ხელი ჰკრეს, უნდა გათავისუფლდნენ სამსახურიდან
ნიუ იორკის გუბერნატორის თქმით, პოლიციელები, რომლებმაც ბუფალოში მოხუც მამაკაცს ხელი ჰკრეს, უნდა გათავისუფლდნენ სამსახურიდან

ნიუ იორკის გუბერნატორის, ენდრიუ კუომოს თქმით, ის პოლიციელები, რომლებმაც ბუფალოში მოხუც მამაკაცს ხელი ჰკრეს, უნდა გათავისუფლდნენ სამსახურიდან.

ინციდენტი ერთ-ერთ საპროტესტო აქციაზე 4 ივნისს მოხდა. პოლიციელებმა ხელი ჰკრეს 75 წლის მამაკაცს, რომელიც ტროტუარზე დაეცა და თავის ტრავმა მიიღო. ახლა მისი ჯანმრთელობის მდგომაროება სტაბილური, მაგრამ მძიმეა.

„როდესაც ეს ვიდეო ვნახე, ცუდად გავხდი. რა საჭირო იყო ეს? საფრთხე იყო სადმე? ეს მოხუცი მამაკაცი იყო საფრთხე?“ – განაცხადა ენდრიუ კუომომ.

ბუფალოში მომხდარი ინციდენტის ამსახველი ვიდეოჩანაწერი სოციალური ქსელებით დღეს გავრცელდა. ვიდეოში ჩანს, რომ მამაკაცს ორი პოლიციელი ხელს კრავს და შემდეგ ის ტროტუარზე ეცემა. დავარდნილ მამაკაცს თავზე სისხლი სდის.

მომხდარის გამო ორი პოლიციელი სამსახურიდან გაათავისუფლეს. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ კოლეგებისადმი სოლიდარობის ნიშნად, სამსახურიდან წასვლა ბუფალოს კიდევ 57-მა პოლიციელმა გადაწყვიტა.

დატოვე კომენტარი