„ბიბისი“ ნიუ იორკის შტატში პოლიციის მხრიდან დემონსტრანტების მიმართ ძალადობის ამსახველ ვიდეოს ავრცელებს
„ბიბისი“ ნიუ იორკის შტატში პოლიციის მხრიდან დემონსტრანტების მიმართ ძალადობის ამსახველ ვიდეოს ავრცელებს

„ბიბისის“ ცნობით, ინტერნეტში პოლიციის მხრიდან დემონსტრანტების მიმართ ძალადობის ამსახველი ვიდეო გავრცელდა.

ერთ-ერთი ასეთი ვიდეო ნიუ იორკის შტატის ქალაქ ბუფალოშია გადაღებული. ვიდეოჩანაწერში ჩანს, თუ როგორ კრა ხელი პოლიციის ორმა ოფიცერმა მოხუც თეთრკანიან მამაკაცს. შედეგად ის დაეცა და თავის ტრავმა მიიღო. მომხდარის გამო სამართალდამცველებს უფლებამოსილება შეუჩერდათ.

კიდევ ერთი ვიდეო ნიუ იორკშია გადაღებული. ამ შემთხვევაშიც პოლიციელები დემონსტრანტების მისამართით ფიზიკურ ძალას იყენებენ.

აშშ-ში პოლიციელების მხრიდან ძალადობას და რასიზმს 25 მაისის შემდეგ აპროტესტებენ.

აქციების ტალღა აშშ-ში მას შემდეგ აგორდა, რაც მინეაპოლისში პოლიციელის მხრიდან ძალის გამოყენების დროს აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდი მოკლეს.

დატოვე კომენტარი