სიდნეის ტურნირზე ბასილაშვილის პირველი მეტოქე ენდი მარეი იქნება #1TVSPORT
ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობის წინ ბოლო რეპეტიციას სიდნეიში ATP250 კატეგორიის ტურნირზე გაივლის. ის მეორე ნომრად არის განთესილი და პირველი წრიდან თავისუფალი იყო.
ამასობაში, გაირკვა ბასილაშვილის მეტოქე მეორე წრეში. ეს არის მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი ენდი მარეი. პირველ რაუნდში ბრიტანელმა ნორვეგიელი ვიქტორ დურასოვიჩი ორ სეტში დაამარცხა – 6:3, 6:1.
ენდი მარეი დღეს მსოფლიოს 135-ე ჩოგანია. პროფესიულ ტურში ის ბასილაშვილს ერთხელ შეხვედრია – 2021 წლის უიმბლდონის პირველ წრეში მარეიმ ოთხ სეტში მოიგო: 6:4, 6:3, 5:7, 6:3.