შვეიცარიაში მოქალაქეებმა რეფერენდუმზე საჯარო ადგილებში სახის დაფარვის აკრძალვას მხარი დაუჭირეს
შვეიცარიაში მოქალაქეებმა რეფერენდუმზე საჯარო ადგილებში სახის დაფარვის აკრძალვას მხარი დაუჭირეს

შვეიცარიის მოსახლეობამ რეფერენდუმზე საჯარო ადგილებში სახის დაფარვის აკრძალვას მხარი დაუჭირა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ოფიციალური შედეგების მიხედვით, სახის დაფარვის აკრძალვას მხარი დაუჭირა მოსახლეობის 51.2 პროცენტმა, 48.8 კი წინააღმდეგი იყო.

აღნიშნული წინადადება წამოაყენა მემარჯვენე „შვეიცარიის სახალხო პარტიამ“, რომელმაც კამპანია ლოზუნგით „შეაჩერე ექსტრემიზმი“ აწარმოა.

შვეიცარიის „მუსლიმთა ცენტრალურმა საბჭომ“ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ რეფერენდუმის შედეგი კიდევ უფრო აფართოებს სამართლებრივი უთანასწორობის პრინციპს და მუსლიმ უმცირესობას გარიყვის აშკარა სიგნალს უგზავნის. შვეიცარიელი მუსლიმები რეფერენდუმის შედეგს სასამართლოში გაასაჩივრებენ.

ლუცერნის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, შვეიცარიაში თითქმის არავინ ატარებს ბურკას და მხოლოდ 30 ქალი ატარებს ნიქაბს. შვეიცარიის 8.6 მილიონი მოსახლეობის დაახლოებით ხუთი პროცენტია მუსლიმი, მათი უმრავლესობა კი თურქეთიდან, ბოსნიიდან და კოსოვოდან არის.