შოტლანდიის ნაკრების ნახევარმცველს კორონავირუსი დაუდასტურდა #1TVSPORT
შოტლანდიის ნაკრების ნახევარმცველმა ბილი გილმორმა ინგლისთან მატჩის შემდეგ კორონავირუსზე ტესტი ჩააბარა, რომელიც დადებითი აღმოჩნდა, – იტყობინება შოტლანდიის ფეხბურთია ასოციაცია.
20 წლის ფეხბურთელი 10 დღის განმავლობაში იზოლაციაში იქნება და გამოტოვებს ევრო 2020-ის ჯგუფური ეტაპის მატჩს ხორვატიის ნაკრების წინააღმდეგ.
20 წლის გილმორი საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს ინგლისისა და შოტლანდიის (0:0) მატჩში. ნახევარმცველი პირველად მოხვდა ეროვნული გუნდის სასტარტო შემადგენლობაში და 76-ე წუთზე შეცვალეს.
ხორვატიისა და შოტლანდიის მატჩი 22 ივნისს გლაზგოში გაიმართება.