გიორგი მიქაუტაძე - შოტლანდიაშიც სასურველი შედეგისთვის უნდა ვიბრძოლოთ #1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძე - შოტლანდიაშიც სასურველი შედეგისთვის უნდა ვიბრძოლოთ #1TVSPORT

კვიპროსთან ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის მოგებაზე კომენტარი საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა, პირველი გოლის ავტორმა გიორგი მიქაუტაძემ გააკეთა და ლარნაკაში გამართული თამაში შეაფასა.

„ძალიან გახარებული ვარ, ასე უნდა გავაგრძელო, თავდამსხმელი ვარ და გოლები უნდა გავიტანო. ჯამში, ორ თამაშში ოთხი ქულა გვაქვს და ეს ძალიან კარგია. მთავარია, რომ კვიპროსთან მიზანს მივაღწიეთ. დღეს რთული თამაში იყო, ახლა კი შოტლანდიაში უნდა ჩავიდეთ და იქაც სასურველი შედეგისთვის უნდა ვიბრძოლოთ. მადლობა მინდა, ვუთხრა გულშემატკივარს, ვინც დღეს ლარნაკაში ჩამოვიდა და ტრიბუნიდან გვამხნევებდა“, – ამბობს გიორგი მიქაუტაძე.

გიორგი მიქაუტაძე ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრების საუეკთესო ბომბარდირია. ორ შეხვედრაში „ჯვაროსნების“ გატანილი სამი გოლიდან ორი „მეცის“ 22 წლის თავდამსხმელის ანგარიშზეა.

საკვალიფიაკციო ეტაპის მესამე მატჩს ვილი სანიოლის გუნდი გლაზგოში, ჯგუფის ლიდერის, შოტლანდიის წინააღმდეგ 20 ივნისს, 22:45 საათზე გამართავს.