შოთა მიშველიძე ატაცში მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანია #1TVSPORT
შოთა მიშველიძე ატაცში მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანია #1TVSPORT

ტაშკენტში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე შოთა მიშველიძემ პირველ მოძრაობაში 131 კგ. დაძლია და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. შოთამ ატაცში პირველ მისვლაზე 126 კგ. ვერ დააფიქსირა.

ნაკრების მთავარი მწვრთნელის გიორგი ასანიძის მიერ აკვრაში პირველ მისვლაზე შეკვეთილი წონა 150კგ-ია.

61 კგ. წონით კატეგორიაში რამინ შამილიშვილმა პირველი მოძრაობა 122 კგ-ით დაასრულა. ქართველი ძალოსანი აკვრას 142 კგ-ით დაიწყებს.

პირველი არხი რეპორტაჟს პირდაპირ ეთერში გთავაზობთ.