ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში | შოთა მიშველიძემ ატაცში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT
ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში | შოთა მიშველიძემ ატაცში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე, 61 კილოგრამ წონით კატეგორიაში შოთა მიშველიძემ ატაცში 125 კილოგრამი დაძლია და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ატაცში ევროპის ჩემპიონის ტიტული ბულგარელმა ივან დიმოვმა მოიპოვა.

რამდენიმე წუთში ბრძოლები მეორე მოძრაობაში, აკვრაში დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ 13 თებერვალს ევროპის ჩემპიონატზე მედლები 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში გათამაშდა, სადაც რამინ შამილიშვილმა ატაცსა და ორჭიდის ჯამში ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა.