„შევარდენი 1906“ სეზონისთვის მზადებას აგრძელებს. დღეს თბილისურმა გუნდმა მორიგი საკონტროლო შეხვედრა საქართველოში ჩამოსულ სომხურ გუნდთან ჩაატარა და გაიმარჯვა.
თბილისელთა მეტოქე სომხეთის უმაღლესი ლიგის გუნდი, ერევნის „არცახი“ გახლდათ – მატჩი მუხიანში მდებარე სპორტულ კომპლექსში ჩატარდა.
„შევარდენმა“ სომეხი მოწინააღმდეგე დამაჯერებლად, 3:1 დაამარცხა. გოლები ზვიად ქანთარიამ, გიორგი ივანიაძემ და ვაჟა გეგეშიძემ გაიტანეს.