გორდულავა კუპატაძის ნაცვლად - ბათუმის „დინამომ“ „მერანის“ მეკარე დაიმატა #1TVSPORT
გორდულავა კუპატაძის ნაცვლად - ბათუმის „დინამომ“ „მერანის“ მეკარე დაიმატა #1TVSPORT

მარტვილის „მერანი“ ზაფხულის სატრანსფერო „ფანჯრის“ დროს რამდენიმე მოთამაშემ დატოვა და ზოგიერთი მათგანის ახალი კლუბი გაირკვა.

მეკარე ლაშა გორდულავა ბათუმის „დინამოში“ გადავიდა, რომელიც ივლისში საქართველოს ნაკრების მეკარეს, ლაზარე კუპატაძეს შეელია. ამის გამო გუნდში შედარებით გამოცდილი მეკარე გახდა საჭირო და მარტვილელთა 24 წლის კიპერი მიიწვიეს. გორდულავას აქამდე უთამაშია რამდენიმე გუნდში, მაგრამ ეროვნულ ლიგაში გამოსვლის დიდი გამოცდილება არ გააჩნია – ზუგდიდის „ოდიშში“, გორის „დილაში“, ლანჩხუთის „გურიაში“, ჩოხატაურის „ბახმაროში“, მარტვილის „მერანში“ კი 2021 წლის იანვარში ჩაირიცხა.

მარტვილის გუნდი თავდამსხმელმა ზვიად ქანთარიამაც დატოვა, რომელიც საშემოდგომო ეტაპიდან ისევ „მერანში“ ითამაშებს, ოღონდ თბილისურში. ქანთარია „დინამო თბილისის“ აღზრდილია, უთამაშია „ცხინვალში“, ფოთის „კოლხეთში“, „სამტრედიაში“, „ლოკომოტივში“, „გაგრაში“.

ქანთარიას გზას გაჰყვა ლუკა კიკაბიძე, რომელმაც კარიერა „ბასტიაში“ დაიწყო და ყველა ასაკობრივი ნაკრების ლიდერი იყო. „ვიტ ჯორჯიაში“ დაბრუნდა თავდამსხმელი თორნიკე მუზაშვილი, რომელიც მარტვილში ამ გუნდიდან გადავიდა. ჯერჯერობით უგუნდოდაა მეკარე ლუკა მიქაია, რომელიც თემურ ქეცბაიასთან „ანორთოსისის“ სარეზერვო გუნდში თამაშობდა.