სამი წლით „დილაში“ - ივანიაძემ გორელებთან კონტრაქტი გააფორმა  #1TVSPORT
სამი წლით „დილაში“ - ივანიაძემ გორელებთან კონტრაქტი გააფორმა  #1TVSPORT

„გიორგი ივანიაძე ,,დილაში“ ითამაშებს, ახალგაზრდა ვინგერმა ჩვენს კლუბთან სამწლიანი ხელშეკრულება გააფორმა“, – 22 წლის შემტევ ნახევარმცველზე ინფორმაციას „დილას“ პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგის ძირითადი სათამაშო პოზიცია შეტევის მარცხენა ფლანგია, თუმცა თამაში როგორც მარჯვნივ, ასევე ცენტრალურ შემტევ ნახევარმცველად შეუძლია.

ივანიაძე „საბურთალოს“ აკადემიის აღზრდილია, მას ასევე უთამაშია „შუქურაში“, „გაგრაში“, „სამტრედიაში“, „შევარდენი 1906“–სა და თბილისის „მერანში“.

2021 წლის მეორე ნახევარი ივანიძემ ეროვნული ლიგია 2 -ის გასული სეზონის ჩემპიონ ბოლნისის „სიონში“ გაატარა, რომლის შემადგენლობაშიც 14 თამაში ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.

ამას გარდა, ივანიაძე თავიდანვე იქცევდა საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელთა ყურადღებას და ყველა ასაკობრივ ეროვნულ გუნდში უთამაშია.