„დილა“ შემტევს შეელია - ივანიაძე ყაზახეთში ლობჯანიძესთან ითამაშებს #1TVSPORT
„დილა“ შემტევს შეელია - ივანიაძე ყაზახეთში ლობჯანიძესთან ითამაშებს #1TVSPORT

გიორგი ივანიაძემ გორის „დილა“ დატოვა და კარიერას ყაზახეთის პრემიერლიგის გუნდში, პეტროპავლოვსკის „ყიზილჯარში“ გააგრძელებს – ინფორმაციას „დილას“ პრესსამსახური ავრცელებს.

ინფორმაცია ყაზახურმა კლუბმაც დაადასტურა და ქართველი შემტევი წარადგინა. გიორგი ივანიაძე იმ ნომრით ითამაშებს, რამდენი წლისაც არის – მან 22-ნომრიანი მაისურა აირჩია.

„გიორგი ივანიაძემ ჩვენი გუნდის რიგები დატოვა და კარიერას ყაზახეთის პრემიერლიგაში, საფეხბურთო კლუბ „ყიზილჯარში“ გააგრძელებს. მადლობას ვუხდით გიორგის გაწეული სამსახურისთვის და წარმატებებს ვუსურვებთ მომავალ კარიერაში“, – ვითხულობთ „დილას“ გავრცელებულ ცნობაში.

გიორგი ივანიაძე „საბურთალოს“ აღზრდილია, იყო ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი. 2018 წლიდან მოყოლებული 7 გუნდში ითამაშა – „შუქურაში“, „გაგრაში“, „შევარდენი 1906“-ში, „სამტრედიაში“, თბილისის „მერანში“, ბოლნისის „სიონში“, ხოლო „დილაში“ 2022 წლის დასაწყისში გადავიდა.

ივანიაძე ამ ყაზახურ კლუბში ჩარიცხული მეორე ქართველი მოთამაშეა. ორი კვირის წინ ბათუმის „დინამოდან“ პეტროპავლოვსკის გუნდში გუჯა ლობჯანიძე ჩაირიცხა.