შეთანხმება მიღწეულია - ფიბა და ევროლიგა მომდევნო ერთი წლის კალენდარს ერთად შეადგენენ #1TVSPORT
ფიბა-მ და ევროლიგამ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, საიდანაც ირკვევა, რომ ამიერიდან კალენდარს ერთობლივად დაგეგმავენ და ევროლიგის მატჩები ეროვნული ნაკრებების კალენდარს აღარ დაემთხვევა. ორგანიზაციის ხელმძღვანელები ასევე შეთანხმდნენ, რომ განაგრძონ თანამშრომლობა, რათა საბოლოოდ ისეთ გადაწყვეტილებამდე მივიდნენ, რომელიც ხელს შეუწყობს კალათბურთის წინსვლასა და განვითარებას.
აღნიშნული საკითხი ბევრ პრობლემას ქმნიდა. გასულ სეზონში იყო შემთხვევა, როცა ესპანეთის ნაკრებისა და იტალიური „ვირტუსის“ მწვრთნელმა სერჯო სკარიოლომ ერთ დღეს კლუბს უხელმძღვანელა ევროლიგის მატჩზე, მეორე დღეს კი – ესპანეთის ნაკრებს. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ კი 23-დან 26 თებერვლამდე სამი მატჩი ჩაატარა – ორი ნაკრებში ერთი კი ევროლიგაზე „ვირტუსის“ შემადგენლობაში.