შესარჩევ ჯგუფში საქართველოს 17 და 19-წლამდე გოგონათა ნაკრებების მეტოქეები გაირკვა #1TVSPORT
შესარჩევ ჯგუფში საქართველოს 17 და 19-წლამდე გოგონათა ნაკრებების მეტოქეები გაირკვა #1TVSPORT

საქართველოს 17 და 19-წლამდე გოგონათა ნაკრებების მეტოქეები 2024/25 წლების სეზონის ევროპის ჩემპიონატის A და B ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი რაუნდში ცნობილია, – წილისყრა უეფა-ს ოფისში გაიმართა.

საქართველოს 17-წლამდე ნაკრები B ლიგის პირველ ჯგუფში იასპარეზებს. ქართველ გოგონებთან ერთად A ლიგაში გადასასვლელად სლოვაკეთის, მონტენეგროსა და ლატვიის 17-წლამდე ნაკრებები იბრძოლებენ. A ლიგაში ჯგუფების გამარჯვებულები და საუკეთესო მეორეადგილოსანი დაწინაურდება.

B ლიგაში ითამაშებს საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრები. ჩვენი გუნდი მესამე ჯგუფში მოხვდა, სადაც საქართველოს ნაკრების მეტოქეები ბოსნია-ჰერცეგოვინა, უელსი და ლიეტუვა იქნებიან. A ლიგაში, ჯგუფების გამარჯვებულებთან ერთად, საუკეთესო მეორეადგილოსანიც გავა.

ჯგუფების მასპინძლები და მატჩების ჩატარების თარიღები მოგვიანებით გახდება ცნობილი.