„შერიფის“ მწვრთნელი სამშობლოს დასაცავად უკრაინაში დაბრუნდა #1TVSPORT
ტირასპოლის „შერიფის“ უკრაინელი მწვრთნელი იური ვერნიდუბი სამშობლოს დასაცავად დაბრუნდა, – ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა „სან“ წერს.
წინა დღეს 56 წლის სპეციალისტმა დატოვა მოლდოვის ტერიტორია, სადაც ის ქვეყნის ჩემპიონს, ტირასპოლის „შერიფს“ ხელმძღვანელობს და უკრაინაში დაბრუნდა.
იური ვერნიდუბმა ტირასპოლის „შერიფი“ სეზონის დაწყებამდე ჩაიბარა და მისი ხელმძღვანელობით გუნდი ისტორიაში პირველად მოხვდა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, სადაც მადრიდის „რეალი“ გასვლაზე დაამარცხა.
ერთ-ერთი ვინც სამშობლოს დასაცავად იბრძვის ფეხბურთის ლეგენდა ვოლოდიმირ ბესონოვია, რომელიც კიევის „დინამოს“ მოთამაშე და ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ.