„შერიფის“ კაპიტანი - მადრიდში მოსაგებად გავემგზავრეთ, ჩვენი ყურადღება ახლა „ინტერისკენ“ არის მიპყრობილი #1TVSPORT
„შერიფის“ კაპიტანი - მადრიდში მოსაგებად გავემგზავრეთ, ჩვენი ყურადღება ახლა „ინტერისკენ“ არის მიპყრობილი #1TVSPORT

ტირასპოლის „შერიფის“ კაპიტანმა, ფრანკ კასტანედამ კომენტარი გააკეთა მოლდოვური კლუბის სენსაციურ გამარჯვებაზე.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მატჩში „შერიფი“ „სამეფო კლუბს“ ესტუმრა და საკუთარ სტადიონზე 1:2 დაამარცხა.

„გამარჯვების გოლი – ეს თითქოს სხვა სამყაროდან იყო, – მოჰყავს კასტანედას სიტყვები უეფა-ს პრესსამსახურს. – ამაზე მხოლოდ ოცნება შეიძლებოდა. ტილს მადლობა პირადად გადავუხადე. მადრიდში მოსაგებად გავემგზავრეთ. უბრალო სტატისტებად არ ჩავსულვართ, საკუთარი თავის ფასი ვიცით. საბედნიეროდ, „რეალმა“ საკუთარი მომენტები ვერ გამოიყენა.

მადრიდში გამარჯვება „რეალთან“ რეალობად ქცეული ოცნებაა. ახლა კი პლეი ოფში გასვლაზე ვოცნებობთ და ამის ასრულება მიზნად გვაქვს დასახული. მთელი ჩვენი ყურადღება ახლა „ინტერისკენ“ არის მიპყრობილი. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სასურველ შედეგს ისევ მივაღწიოთ“.