ტაიმაუტი | ვაჟა თარხნიშვილი - „შერიფში“ აქცენტი აფრიკელ ახალგაზრდებზე გავაკეთეთ და ამან გაამართლა #1TVSPORT
ტაიმაუტი | ვაჟა თარხნიშვილი - „შერიფში“ აქცენტი აფრიკელ ახალგაზრდებზე გავაკეთეთ და ამან გაამართლა #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ტირასპოლის „შერიფის“ გენერალური დირექტორი ვაჟა თარხნიშვილი ჩაერთო, რომელმაც გუნდის ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრასა და ზოგადად, წარმატების გზებზე ილაპარაკა.

„დაბალი მცველი იყო, მაგრამ თავით ძალიან კარგად თამაშობდა, პოზიციას კარგად ირჩევდა და იყო ძალიან ჭკვიანი მცველი. მიხარია, რომ „შერიფმა“ ამ წარმატებებს ვაჟას დამსახურებით მიაღწია“, – ასე დაახასიათა „საფეხბურთო ტაიმაუტისთანაწამყვანმა, ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, ვლადიმერ გუცაევმა სტუმარი.

„დიდი გზა გავიარეთ ჩემპიონთა ლიგამდე, რადგან მანამდე ოთხჯერ ვიყავით ევროპის ლიგის ჯგუფში. ამ წარმატებას საფუძველი დიდი ხნის წინ ჩაეყარა. ეს გუნდის პრეზიდენტის დამსახურებაა. ჩვენმა მწვრთნელმა იური ვერნიდუბმა დიდი სამუშაო გაწია და მიხარია, რომ შეხმატკბილებულად ვმუშაობთ. მწვრთნელის და დირექტორის ასეთი თანამშრომლობა ყველა გუნდისთვის სანატრელია.

ყველამ იცის, რომ მოლდოვას ფეხბურთში ასეთი წარმატება არ ჰქონია და აქ ფეხბურთელის ჩამოყვანა ძნელია. თანაც დიდ ფულს არ ვიხდით. ევროპელებთან შედარებით საშუალო ხელფასებია. მაგრამ ვპოულობთ მოთამაშეებთან არგუმენტებს – სულ ევროპულ ტურნირებზე ვთამაშობთ და ამით მათ გაყიდვას ვუწყობთ ხელს.

საიდან მოგვყავს ფეხბურთელები? 9 ქვეყნის ნაკრების ფეხბურთელები გვყავს, გვინეის, განის, მალის, მალავის, ნიგერის, ჩრდილომაკედონიისა და ლუქსემბურგის. მაგალითად, ადამა ტრაორე მალის ნაკრებშია, აქცენტი ახალგაზრდა აფრიკელებზე გავაკეთეთ, რომლებიც სულ თამაშობენ ან სულ იწვევენ. დიდი სასწაული არ გაგვიკეთებია.

მოლდოვის ფეხბურთის ფედერაციამ გაითვალისწინა ჩვენი თხოვნა და ლეგიონერებზე ლიმიტი გააუქმეს. ხელი ამანაც შეგვიწყო.“

აღსანიშნავია, რომ ვაჟა თარხნიშვილმა საქართველოს ნაკრებში მხოლოდ ორჯერ ითამაშა და ორივეჯერ „საფეხბურთო ტაიმაუტისთანაწამყვანის, ლეგენდარული ფეხბურთელის, ვლადიმერ გუცაევის დამსახურებით, რომელიც 1998-1999 წლებში საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო.