შერემეტიევოს აეროპორტში აცხადებენ, რომ სამგზავრო თვითმფრინავს ცეცხლი ავარიული დაშვებისას გაუჩნდა
შერემეტიევოს აეროპორტში აცხადებენ, რომ სამგზავრო თვითმფრინავს ცეცხლი ავარიული დაშვებისას გაუჩნდა

მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სამგზავრო თვითმფრინავს ცეცხლი ავარიული დაშვებისას გაუჩნდა.

სააგენტო „ტასი“ წერს, რომ მომხდარის მთავარ მიზეზად მეხის დაცემა განიხილება, რის შედეგადაც თვითმფრინავის ელექტრომოწყობილობები მწყობრიდან გამოვიდა, რამაც ავარიული დაშვების საჭიროება გამოიწვია.

თვითმფრინავი რუსეთის დედაქალაქიდან მურმანსკში ასრულებდა რეისს. შერემეტიევოს აეროპორტიდან აფრენიდან მალევე ეკიპაჟმა საგანგებო დაშვების ნებართვა ითხოვა.

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, თვითმფრინავმა დაჯდომა მხოლოდ მეორე ცდაზე შეძლო. დაჯდომისას ლაინერი ორჯერ დაეჯახა ასაფრენ ბილიკს.

შერემეტიევოს აეროპორტში თვითმფრინავში გაჩენილ ხანძარს 13 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის ორი ბავშვია. ბორტზე 73 მგზავრი და ეკიპაჟის ხუთი წევრი იმყოფებოდა.