შენგელიას 11 ქულა და მორიგი გამარჯვება ევროლიგაზე [ვიდეო] #1TVSPORT
10:29, 03.04.2021
მოსკოვის ცსკა-მ ევროლიგაში „ხიმკის“ უმასპინძლა და 97:72 დაამარცხა. თორნიკე შენგელიამ 20 წუთი და 21 წამი ითამაშა, რა დროშიც მან 11 ქულის, 4 მოხსნის (ოთხივე დაცვაში), 3 პასის და 1 დაფარების დაგროვება მოასწრო.
ცსკა-მ შეხვედრის დაწყებისთანავე მოიპოვა უპირატესობა და შეიძლება ითქვას, რომ პირველივე მეოთხედში გაიფორმა გამარჯვება. შენგელიას გუნდი მეორე მეოთხედის ბოლოს მეტოქეს 13 ქულით უგებდა, მესამე მეოთხედში კი ეს სხვაობა 29 ქულამდე გაზარდა, საბოლოო ჯამში კი 25 ქულით მოიგო.
ცსკა – ხიმკი 97:72
ცსკა-ს რიგებში საუკეთესო იოჰანეს ვოიტმანი იყო, რომელსაც 1 მოხსნა დააკლდა ორმაგ დუბლამდე, მას 16 ქულა და 9 მოხსნა ჰქონდა, 16 ქულა დააგროვა გებრიელლუნდბერგმაც. „ხიმკიდან“ 16 ქულით ყველაზე შედეგიანი ჯორდან მიკი აღმოჩნდა.
შენგელიას გუნდმა ევროლიგაში ზედიზედ მე-4 გამარჯვება მოიპოვა. 32 მატჩის შემდეგ ცსკა მე-2 ადგილზე იმყოფება და მხოლოდ „ბარსელონას“ ჩამორჩება. შემდეგ შეხვედრას მოსკოვური გუნდი ვითიბი ლიგაზე „ზენიტის“ წინააღმდეგ გამართავს.