მამუკელაშვილის 28 ქულა და შემოტრიალებული მატჩი - სანდროს სუპერმატჩი G ლიგაში [ვიდეო] #1TVSPORT
მამუკელაშვილის 28 ქულა და შემოტრიალებული მატჩი - სანდროს სუპერმატჩი G ლიგაში [ვიდეო] #1TVSPORT

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციასთან ერთად, პარალელურად G ლიგაც მიმდინარეობს და 30 ნოემბერს გუნდებმა თავისი შეხვედრები გამართეს. სანდრო მამუკელაშვილისვისკონსინ ჰერდი“, რომელიც „მილუოკი ბაქსის“ განვითარების ლიგის გუნდია, „ვინდი სიტი ბულსს“ დაუპირისპირდა და 124-116 დაამარცხა.

სანდრო მამუკელაშვილი, რა თქმა უნდა, სასტარტო შემადგენლობაში იყო და თავისი გუნდიდან ყველაზე მეტი, 33 წუთი ითამაშა. მის ანგარიშზე 28 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი, 1 ჩაჭრა და 3 დაფარებაა. სანდრომ 7-დან 5 სამქულიანი ჩააგდო და 9-დან 6 ორქულიანი. საჯარიმოს ხაზიდან კი კალათში ბურთი 4-დან ერთხელ მოათავსა. მან 3-ჯერ დაკარგა ბურთი და მეტოქის წინააღმდეგაც 4-ჯერ დაჯარიმდა.

 

ქართველი ახალგაზრდა ცენტრი ვისკონსინელთა მხრიდან ყველაზე გამორჩეული იყო. მეოთხე მეოთხედის დაწყებამდე „ჰერდი“ 8 ქულას აგებდა, მამუკელაშვილმა კი თამაში თავის თავზე აიღო და მისი დახმარებით, გუნდმა შეხვედრა შემოატრიალა. სანდროზე მაღალი ქულა ორივე გუნდში ერთადერთ კალათბურთელს „ვინდი სიტი ბულსის“ მოთამაშეს, ტაილერ კუკს ჰქონდა (30 ქულა). 22 წლის მძიმე ფორვარდი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Wisconsin Herd (@wisconsinherd)

ამ გამარჯვების შემდეგ „ვისკონსინ ჰერდს“ 6-დან 6 მოგება დაუგროვდა და უდანაკარგოდ ასპარეზობს. შემდეგ შეხვედრას მამუკელაშვილის გუნდი 1 დეკემბერს გამართავს.

დატოვე კომენტარი