შენგელია მოედანს „ბარსელონასთან“ დაუბრუნდა - ქართველის კარგი გარჯა ცსკა-ს მოგებას ვერ ეყო
ევროლიგის ახალი სეზონი თორნიკე შენგელიამ და ცსკა-მ „ბარსელონასთან“ გასვლითი მატჩით გახსნეს და 66:76 დამარცხდნენ.
ცსკა-ს შემადგენლობაში ჩვეულად ვერ გაისარჯნენ გამთამაშებლები, თუმცა ჩვეულად ბევრი იბრძოლა თორნიკე შენგელიამ და საკუთარ გუნდში ბომბარდირიც გახდა: 33 წუთი, 15 ქულა (6-დან 4 ორქულიანი, 4-დან 1 სამიანი, 4-დან 4 საჯარიმო), 5 მოხსნა, 3 პასი, 1 დაფარება.
მატჩის ბომბარდირობა ბარსელონელმა ბრენდონ დევისმა იკისრა – 18 ქულა, ერთით ნაკლები ჰქონდა ნიკოლა მიროტიჩს.
მოსკოვური გუნდი ევროლიგაზე მომდევნო მატჩს 8 ოქტომბერს შინ ისრაელის „მაკაბისთან“ ჩაატარებს.