საუთჰემპტონის ფორვარდმა შეინ ლონგმა ინგლისის ჩემპიონატის გადადებულ მატჩში უოტფორდის წინააღმდეგ ანგარიში გახსნა და ეს მეშვიდე წამზე გააკეთა.
ირლანდიელი ფორვარდის მიერ გატანილი გოლი ყველაზე სწრაფი აღმოჩნდა პრემიერლიგის ისტორიაში.
წინა რეკორდი ეკუთვნოდა ტოტენჰემის ფორვარდ ლედლი კინგს, რომელმაც 2000-2001 წლების სეზონში ბრედფორდს მეათე წამზე გაუტანა.