„ევერტონის“, „ვესტ ჰემისა“ და „საუთჰემპტონის“ სამიზნეში - კვარაცხელიათი პრემიერლიგის კლუბები დაინტერესდნენ #1TVSPORT
„ევერტონის“, „ვესტ ჰემისა“ და „საუთჰემპტონის“ სამიზნეში - კვარაცხელიათი პრემიერლიგის კლუბები დაინტერესდნენ #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელიამ შესაძლოა კარიერა ინგლისის პრემიერლიგაში გააგრძელოს. საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ თავდამსხმელით „ევერტონი“, „ვესტ ჰემი“ და „საუთჰემპტონი“ დაინტერესდნენ – ამის შესახებ ცნობილმა ჟურნალისტმა, პიტ ორურკმა Twitter-ზე დაწერა.

„გუნდები მზად არიან, ზამთრის სატრანსფერო „ფანჯრისთვის“ 20 წლის ქართველ ფეხბურთელთან კონტრაქტი გააფორმონ“, – ამტკიცებს პიტ ორურკი.

კვარაცხელიას „რუბინთან“ კონტრაქტი 2024 წელს ეწურება, Transfermarkt ფეხბურთელის ტრანსფერის ღირებულებას 18 მილიონ ევროდ აფასებს. რუსული მედიასაშუალებები ამ ინფორმაციას ტრადიციულ ფონად ადებენ რუსეთის ჩემპიონატში ქართველი თავდამსხმელის სტატისტიკას – 15 მატჩში ერთი გოლი და სამი საგოლე გადაცემა.

თუმცა ბევრად შთამბეჭდავი კვარაცხელიას სანაკრებო სტატისტიკაა – საქართველოს ნაკრების 6 გოლიდან 4 მის ანგარიშზეა და მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ჯგუფის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ევროპული კლუბები კი ფეხბურთელებს სანაკრებო დონეზე უფრო ყურადღებით აკვირდებიან.