„ვესტ ჰემს“ „საუთჰემპტონის“ კაპიტნის გადაბირება სურს #1TVSPORT
„ვესტ ჰემს“ „საუთჰემპტონის“ კაპიტნის გადაბირება სურს #1TVSPORT

„ვესტ ჰემი“ „საუთჰემპტონის“ ნახევარმცველის, ჯეიმზ უორდ-პროუზის შეძენას გეგმავს, – იუწყება Sky Sports. გამოცემის ინფორმაციით, 27 წლის ფეხბურთელი ლონდინური კლუბის მწვრთნელის, დევიდ მოიესის ერთ-ერთი მთვარი სატრანსფერო სამიზნეა.

„საუთჰემპტონის“ ხელმძღვანელობა წინაარმდეგი არ არის, უორდ-პროუზი გაასხვისოს, მაგრამ სანაცვლოდ 75 მილიონ ფუნტს სტერლინგს ითხოვს.

საინტერესოა, რომ ჯეიმზ უორდ-პროუზი „საუთჰემპტონის“ აღზრდილია, მთელი კარიერა სწორედ ამ კლუბში გაატარა და სხვაგან არ უთამაშია.

გასულ სეზონში უორდ-პროუზმა „საუთჰემპტონის“ შემადგენლობაში (ყველა ტურნირზე) 35 მატჩი გამართა, გაიტანა 10 გოლი და 5 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.