შეინ ლონგმა პრემიერლიგის ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა (ვიდეო)

08:45, 24.04.2019

საუთჰემპტონის ფორვარდმა შეინ ლონგმა ინგლისის ჩემპიონატის გადადებულ მატჩში უოტფორდის  წინააღმდეგ ანგარიში გახსნა და ეს მეშვიდე წამზე გააკეთა.

ირლანდიელი ფორვარდის მიერ გატანილი გოლი ყველაზე სწრაფი აღმოჩნდა პრემიერლიგის ისტორიაში.

წინა რეკორდი ეკუთვნოდა ტოტენჰემის ფორვარდ ლედლი კინგს, რომელმაც 2000-2001 წლების სეზონში ბრედფორდს მეათე წამზე გაუტანა.

მსგავსი