„ჩელსიმ“ პრემიერლიგის ახალ სეზონში მეორედ წააგო [ვიდეო] #1TVSPORT
„ჩელსიმ“ პრემიერლიგის ახალ სეზონში მეორედ წააგო [ვიდეო] #1TVSPORT

ინგლისის პრემიერლიგის მეხუთე ტურში ერთ-ერთმა ფავორიტმა „ჩელსიმ“ სეზონში მეორე თამაში წააგო – ლონდონური კლუბი სტუმრად 1:2 დამარცხდა „საუთჰემპტონთან“.

სამივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა. 23-ე წუთზე „ჩელსი“ დააწინაურა რაჰიმ სტერლინგმა. „სიტიდან“ ამ ზაფხულს შეძენილმა ფორვარდმა ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა, ხუთ ტურში კი სამი გოლი და ერთი შედეგიანი პასი დაუგროვდა.

ხუთ წუთში „საუთჰემპტონმა“ გაათანაბრა – გაიტანა ბელგიელმა ნახევარმცველმა რომეო ლავიამ. ის 2004 წელს დაბადებული პირველი მოთამაშეა, ვინც პრემიერლიგაში თავი გამოიჩინა. გამარჯვება კი მასპინძლებს ადამ არმსტრონგმა მოუტანა.

„ჩელსიმ“ ბოლო 27 სეზონში მხოლოდ მეორედ წააგო პირველ ხუთ ტურში მინიმუმ ორი მატჩი.

ხუთი ტურის შემდეგ, „ჩელსისა“ და „საუთჰემპტონს“ შვიდ-შვიდი ქულა აქვთ.