სერბეთის ყველაზე მდიდარმა ადამიანიმა „საუთჰემპტონი“ შეიძინა #1TVSPORT
სერბეთის ყველაზე მდიდარმა ადამიანიმა „საუთჰემპტონი“ შეიძინა #1TVSPORT

სერბმა ბიზნესმენმა დრაგან შოლაკმა ინგლისური „საუთჰემპტონის“ აქციათა საკონტროლო პაკეტი შეიძინა. კერძოდ, მედია-მაგნატმა 100 მილიონი ფუნტი გადაუხადა ჩინელ გაო ჟიშენს კლუბის აქციათა 80 პროცენტის სანაცვლოდ. ჟიშენი „საუთჰემპტონს ოთხი წლის განმავლობაში ფლობდა.

აქციათა დარჩენილი 20 პროცენტი ეკუთვნის კლუბის ფაქტიურ მმართველს კატარინა ლიბჰერს. „საუთჰემპტონის“ გენერალური დირექტორი მარტინ სიმენსი გააგრძელებს თავის თანამდებობაზე მუშაობას.

დრაგან შოლაკი სერბეთის ყველაზე მდიდარი ადამიანია. მისი კაპიტალი მილიარდ ფუნტად არის შეფასებული.

19 ტურის შემდეგ, „საუთჰემპტონი“ პრემიერლიგაში 21 ქულთ მე-14 ადგილზეა.